ფეხბურთი

1:32 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: "დედაჩემმა ტირილი დაიწყო, როდესაც "ბრეშაში" გადასვლაზე ვუთხარი"

იტალიურმა „ბრეშამ“ მარიო ბალოტელი წარადგინა. 29 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ეს ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო გადადგა და იმედოვნებს, რომ ლომბარდიული გუნდიდან რობეტო მანჩინის ყურადღებას მიიქცევს.

„დიახ მართალია, ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობ. მანჩინის ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, მაგრამ დაბადების დღე მომილოცა. სერია A ჯერ არ დაწყებულა და ვიმედოვნებ, რომ წარსულში მომხდარი რასისტული გამოხტომები არ გამეორდება. თუმცა, ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია.

როდესაც დედაჩემს ვუთხარი, რომ „ბრეშაში“ დაბრუნება შემეძლო, ტირილი დაიწყო. მე მხოლოდ აზრი ვკითხე, ის კი, ტიროდა.

წარსულში დაშვებული შეცდომების „ბრეშაში“ გამეორება არ მაშინებს. აქ კარგი თამაშისთვის და იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშისთვისაც გადმოვედი“, - აღნიშნა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელიმ „ბრეშასთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იტალიაში 2016 წლის შემდეგ დაბრუნდა.

0.135327