ჩოგბურთი

15:45 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე და გორგოძე აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაციაში ითამაშებენ

აშშ-ს ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 27 047 500 დოლარი) ქალთა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას 2 ქართველი ჩოგბურთელი – მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე ეცდება.

კვალიფიკაციის პირველ წრეში ბოლქვაძე მე-8 ნომრად განთესილ ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს ეთამაშება, გორგოძის მეტოქე კი მე-10 განთესვის მქონე ჩინელი ქსიუ ვანგი იქნება.
ძირითად ბადეში მოსახვედრად 3 შეხვედრის მოგებაა საჭირო.
ცხადია, მამაკაცთა ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც მიმდინარე კვირაში ვინსტონ სალემის ტურნირზე პირველი განთესვით უნდა ეთამაშა, თუმცა, განაცხადი ბოლო წამს გამოიტანა.

0.11639