23 წლის დანილ მედვედევმა კარიერაში პირველი მასტერსი ტურნირი მოიგო. ცინცინათის მასტერსის ფინალში მედვედევმა დავიდ გოფინს 7:6, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში, ტაი-ბრეიკზე მედვედევმა 7:3 დაამარცხა. მეორე პარტიაში, პირველსავე გეიმში მედვედევმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
მედვედევმა ამ გამარჯვებით 1.1 მილიონი ამერიკული დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.