ფეხბურთი

21:17 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ აგუეროსთან კამათის მიზეზი განმარტა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, შაბათს, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ (2:2), კუნ აგუეროსთან შეკამათების შესახებ ისაუბრა.

„ეს გაუგებრობა იყო. სერხიო გაბრაზდა, რადგან ეგონა, რომ მოწინააღმდეგის მეორე გოლში ის დავადანაშაულე და ამიტომ შევცვალე. ემოციები მოგვეძალა. თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ბურთს ვაკონტროლებდით და სახიფათო მომენტებსაც ვქმნიდით. მაგრამ უფრო მიზანმიმართულები უნდა ვყოფილიყავით შეტევების დასრულებისას. სამწუხაროდ, „ტოტენჰემმა“ ორი მომენტი შექმნა და ორივე გაიტანა.

ჩვენი ბურთის კონტროლი და პრესინგი ფანტასტიკური იყო, თუმცა მატჩი ვერ მოვიგეთ. ქომაგები იტყვიან, რომ უკეთ უნდა ვითამაშოთ, მაგრამ მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Squawka.

0.114809