ფეხბურთი

1:06 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ პირველივე ტურში სამი ქულით გაუსწრო „ბარსელონას“

„ბარსელონასგან“ განსხვავებით (რომელმაც წინა დღეს, მესის გარეშე, ბილბაოსთან სტუმრად მინიმალური ანგარიშით წააგო), მადრიდის „რეალმა“ წარმატებით დაიწყო სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ნახევარ საათს უმცირესობაში მოუწიათ თამაში, სტუმრად „სელტა“ მაინც უპრობლემოდ დაამარცხეს.

საინტერესოა, რომ მადრიდელთა შემადგენლობაში არცერთი ახალეწვეული გამოჩენილა. ედენ აზარის ამბავი გასაგებია, დაშავებულია.

სამაგიეროდ, ძირითადში ვიხილეთ გარეთ ბეილი. მოგეხსენებათ, მთელი ზაფხული იმაზეა საუბარი, უელსელი ზიდანს აღარ სჭირდება და აუცილებლად დატოვებს „სამეფო კლუბს,“ ეგ არის, ძალიან მაღალი ხელფასის გამო, მსურველი არ ჩნდებაო.

არაფერი. გავიდა, 75 წუთს ითამაშა და თუ ბევრი არ გაუკეთებია, არც არაფერი გაუფუჭებია.

„რეალმა“ მალევე გაიტანა (ბენზემა) და შემდეგ თამაშის სადავეები სრულიად საკუთარ ხელში აიღო. რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ვერ იყოჩაღეს.

„სელტას“ ვერაფერი გამოსდიოდა, თუმცა ხანდახან „ბრჭყალებს“ გამოაჩენდა ხოლმე. გოლიც გაიტანეს, მაგრამ ვიდეოარბიტრმა თამაშგარეს მიზეზით გაუუქმა.

მეორე ტაიმის დასაწისში, მადრიდელთა ხორვატი ნახევარმცველი, ოქროს ბურთის მფლობელი, ლუკა მოდრიჩი მეტოქე დენის სუარესს უხეშად ეთამაშა და წითელი ბარათი მიიღო. თითქოს ინტრიგაც დაიბადა, მაგრამ სტუმრებმა მალევე ყველას აგრძნობინეს, რომ სენსაციას ტყუილად ელოდნენ.

ჯერ გერმანელამა ტონი კროოსმა გაიტანა შორიდან ცხრიანში, შემდეგ კი ლუკას ვასკესმა მოათავა საქმე.

მოკლედ, „რეალმა“ პირველი დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და რაც მთავარია, „ბარსელონას“ უკვე სამი ქულით გაუსწრო.

საოცარი მატჩი გაიმართა ვალენსიაში, „მესტალიაზე.“ მსაჯმა, ხილ მანსანომ, ძირითად დროს 11(!) წუთი დაამატა. და ამ დამატებულ დროში ორი პენალტი დანიშნა, სამი ფეხბურთელი გააფრთხილა და ერთი გააძევა...

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ნახევარი საათის თავზე, მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში. თავი კევინ გამეირომ გამოიჩინა. გამეიროს შეხვედრის გმირად გახდომაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. ბურთი კარს ააცდინა. ეს 94-ე წუთზე ხდებოდა. 101-ზე კი მსაჯმა უკვე ვალენსიელთა კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ზუსტად დაარტყა მიკელ ოიარსაბალმა და თავის გუნდი წაგებას გადაარჩინა.

ესპანეთი

პრიმერა. 1 ტური. 17 აგვისტო

სელტა - რეალი 1:3

ვიგო. „ბალაიდოსი.“ 23 566

0:1 ბენზემა (12), 0:2 კროოსი (61), 0:3 ლუკას ვასკესი (80), 1:3 ლოსადა (90+1)

სელტა: რუბენი, კევინ ვასკესი, კოსტასი, არაუხო, ოლასა, ბელტრანი (დიოპი 83), ლობოტკა (სისტო 75), მენდესი, დენის სუარესი, ასპასი, ფერნანდესი (ლოსადა 88)

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

რეალი: კურტუა, ოდრიოსოლა, ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი (ისკო 75), ბენზემა (იოვიჩი 81), ვინისიუსი (ლუკას ვასკესი 69)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ხავიერ ფერნანდესი

გაფრთხილება: კევინ ვასკესი (7), რუბენი (12), ასპასი (15), ფერნანდესი (49), კოსტასი (74); ვინისიუსი (36), ოდრიოსოლა (64)

გაძევება: მოდრიჩი (56)

ვალენსია - სოსიედადი 1:1

ვალენსია. „მესტალია.“ 41 846

1:0 გამეირო (59), 1:1 ოიარსაბალი (90+11, პენ)

90+4 წუთზე გამეირომ პენალტი ვერ გაიტანა

ვალენსია: სილესენი, ვასი, გარაი, პაულისტა, კოსტა (პიჩიჩი 82), სოლერი (ტორესი 89), კონდოგბია, კოკლენი, გედეში, გამეირო, როდრიგო (ჩერიშევი 84)

მწვრთნელი: მარსელინო

სოსიედადი: მოია, სალდუა (ბარენჩეა 82), მუნიოსი (როდრიგეში 85), ლე ნორმანი, ედეგორი, ილიარამენდი, სუბელდია, მერინო, ოიარსაბალი, იანუზაი (ისაკი 71), ვილიანი

მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი

მსაჯი: ხილ მანსანო

გაფრთხილება: კოკლენი (64), გარაი (90+8), ჩერიშევი (90+6); ედეგორი (29), მერინო (36), სალდუა (42), ლე ნორმანი (57)

გაძევება: კოლენი (90+10)

მალიორკა - ეიბარი 2:1

1:0 როდრიგესი (4), 1:1 ოლივეირა (57), 2:1ოლივეირა (75, საკ. კარში)

ვილიარელი - გრანადა 4:4

1:0 კასორლა (35, პენ), 1:1 ვიკო (45+6, პენ), 2:1 გომესი (53), 2:2 მაჩისი (62), 3:2 ხერარდი (65), 4:2 ჩუკვეზე (73), 4:3 სოლდადო (75), 4:4 პუერტასი (81)

ლეგანესი - ოსასუნა 0:1

0:1 ავილა (75)

16 აგვისტო

ბილბაო - ბარსელონა 1:0

ბილბაო. „სან მამესი.“ 47 693

1:0 ადურისი (89)

ბილბაო: სიმონი, ბერჩიჩე, ნუნიესი, იერაი, კაპა, დანი გარსია, ლოპესი (ბენიატი 81), მუნიაინი, რაულ გარსია, დე მარკოსი (სანსეტი 66), უილიამსი (ადურისი 88)

მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, სემედუ, ალენია (რაკიტიჩი 46), დე იონგი, რობერტო (პერესი 76), გრიზმანი, დემბელე, ლუის სუარესი (რაფინია 37)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: ნუნიესი (65); პიკე (61)

0.113498