შოტლანდიის 17-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "სელტიკის" ყოფილი მცველი ლიამ მორისონი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 16 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით კლუბის 19-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.
მორისონი შოტლანდიის 16-წლამდელთა გუნდში 14 წლის ასაკიდან თამაშობდა და 12 მატჩი აქვს ჩატარებული. 17-წლამდელთა გუნდში კი 2018 წლიდან თამაშობს და ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.