სხვა

18:50 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პლესნოის რეკორდები საქართველოს პირველობაზე

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე დასკვნითი დღე 96 და 102 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძალოსნებმა გახსნეს.

ასპარეზობაზე ანტონ პლესნოიმ საქართველოს 5 რეკორდის დამყარება შეძლო. ძალოსანმა ატაცში სარეკორდო ზღვარს 11 კილოგრით გადააჭარბა, აკვრაში 2 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში 13 კილოგრამით.

96 კგ.
1. ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 145, 178, 323
2. ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) - 143, 175, 318
3. საბა ანთაური (თბილისი) - 123, 160, 283

102 კგ.
1. ანტონ პლესნოი (თბილისი) – 181, 212, 393
2. გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 135, 160, 295
3. ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 124, 155, 279

0.1356