ფეხბურთი

15:55 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

არიც ადურისი ლიონელ მესის შედევრით გაუთანაბრდა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი სენსაციურად დაიწყო და კატალონიის „ბარსელონა“ ბილბაოში, „ატლეტიკთან“ დამარცხდა.

საინტერესოა, რომ კატალონურმა გრანდმა ლა ლიგის პირველ ტურში მარცხი თან ისე, რომ გოლი არ გაუტანია, 2008 წლის შემდეგ პირველად განიცადა. აქამდე, მსგავსი ფაქტი 2008-2009 წლების სეზონში პეპ გვარდიოლას სადებიუტო მატჩი მოხდა, როდესაც „ბარსა“ „ნუმანსიასთან“ 0:1 დამარცხდა.

„ბილბაოსთან“ წაგების მიზეზი კი 38 წლის არიც ადურისი გახდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ ახლახან დაწყებული სეზონი მის კარიერაში ბოლო იქნება. ვეტერანი ესპანელი მოედანზე 1 წუთის შესული იყო და პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა. თანაც, გოლსაც ხომ გააჩნია - ფანტასტიკური მაკრატელა დარტყმა!

საგულისხმოა, რომ არიც ადურისი სწორედ „ბარსელონას“ ლეგენდას, ლიონელ მესის გაუტოლდა და გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 15 სეზონის განმავლობაში მინიმუმ 1 გოლი აქვს გატანილი.

0.117786