კატალონიის „ბარსელონასთვის“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. გარდა იმისა, რომ „ბლაუგრანა“ ლა ლიგის პირველ ტურში ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამარცხდა (0:1), ლუის სუარესიც გამოაკლდა.
„ელ პისტოლერომ“ პირველივე ტაიმში კუნთის პრობლემის გამო შეცვლა მოითხოვა და თამაში ვერ გააგრძელა.
ჯერჯერობით უცნობია რა დროით მოუწევს ურუგვაელს უქმობა. ტრავმის სიმძიმე სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.