სხვა

18:00 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში შიშობენ, რომ მათ 2026 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევენ

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო შიშობს, რომ ქვეყნის არასტაბილური პოლიტიკური ვითარების და სპორტის ახალი კანონის გამო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) იტალიას 2026 წელს მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლებას ჩამოართმევს.

წლეულს ივნისში IOC-მა მხარი დაუჭირა მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივ იტალიურ განაცხადს და 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მიანიჭა, აგვისტოში კი IOC-სა და იტალიის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაიძაბა. დაძაბულობის მიზეზი აღმოჩნდა იტალიაში გატარებული სპორტის რეფორმა, რაც ითვალისწინებს ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისთვის დამოუკიდებლობის შეზღუდვას, სპორტული საქმიანობის ორგანიზებაში ძირითადი ულებების მთავრობისთვის გადაცემას.

„იტალიის ოლიმპიური სპორტის მომავალთან დაკავშირებით ძალიან ვღელავ. IOC არ აღიარებს იტალიის პარლამენტის მიერ 6 აგვისტოს მიღებულ სპორტის კანონს. შესაბამისად, არ გამოვრცხავ, რომ დამანგრეველი შედეგები დადგეს: შეგვიჩერონ IOC-ის წევრობა, ჩვენი სპორტსმენები სახელმწიფო დროშით არ დაუშვან ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში, 2026 წლის ზამთრის თამაშები მილანიდან და კორტინა დ'ამპეცოდან სხვაგან გადაიტანონ," - აცხადებს ჯოვანი მალაგო.

www.geonoc.org.ge

0.128355