სხვა

16:35 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსანთა ჩემპიონატზე მორიგი რეკორდები დამყარდა

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე დღის პირველი მედალოსნები გამოვლინდნენ. პრიზიორების ვინაობა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაირკვა, დამყარდა საქართველოს რეკორდებიც.

არჩილ მალაყმაძემ რეკორდის დამყარება იუნიორთა შორის ატაცსა და ორჭიდში შეძლო. მან სარეკორდო ზღვარს ატაცში 5 კილოგრამით, ხოლო ორჭიდში 8 კილოგრამით გადააჭარბა.
სარეკორდო მაჩვენებელი დაააფიქსირა კახი ასანიძემაც, რომელმაც აკვრაში სარეკორდო მაჩვენებელი 1 კილოგრამით გაზარდა.

73 კგ.
1. არჩილ მალაყმაძე (აჭარა) – 147, 171, 318
2. კახი ასანიძე (თბილისი) – 141, 171, 312
3. გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) – 125, 140, 265

0.114945