"პარმას" 31 წლის პორტუგალიელი მცველის ფაბიო კოენტრაუს დამატება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ამ დროისთვის ფაბიო თავისუფალი აგენტია.
იტალიური კლუბის კაპიტანი კოენტრაუს მეგობარი, პორტუგალიელი ბრუნო ალვეშია, რაც ფაბიოსთვის დამატებითი მოტივაციაა.
კოენტრაუ ბოლოს "რიუ-ავეში" თამაშობდა, იქამდე კი "ბენფიკაში", "რეალში" და "მონაკოში" უთამაშია.