როტერდამის „ფეიენოორდის“ შემტევ სტივენ ბერგუისის განცხადებით, უნდოდა, რომ „დინამოსთან“ მატჩი მალე დასრულებულიყო, რადგან ძალიან მოსაწყენი საღამო გახლდათ.
„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა, მაგრამ არც ისე კარგად. მეტოქესაც არ სურდა თამაში, ძალიან მოსაწყენი საღამო იყო, მაგრამ კარგია, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდა.
სიურპრიზი იყო, რომ „დინამო“ პირველ ტაიმში გოლის გასატანად შეტევაში არ თამაშობდა. თუმცა, ჩვენც უკეთ თამაში გვმართებდა“, - ციტირებს ბერგუისის სიტყვებს Nu.nl-ი.
შეგახსენებთ, „დინამო“ „ფეიენოორდს“ თბილისში დაუზავდა (1:1), თუმცა ვინაიდან პირველი შეხვედრა როტერდამში 0:4 ჰქონდა წაგებული, ევროპა ლიგის გათამაშებას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.