ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე უკრაინის ქალაქ ირპინში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების ნახევარფინალში ითამაშებს.
ცივაძისა და უკრაინელი ვლადისლავ ორლოვის დუეტი შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაება და პირველ წრეში უკრაინულ წყვილს (კარპოვეცი-ლობაკი) 7:6 (7:0), 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინულ-ყაზახურ ტანდემს (გოროდინსკი-მაულენოვი) 7:6 (7:5), 6:1 აჯობა.
ფინალის საგზურისთვის ცივაძე და ორლოვი მე-4 რეიტინგის მქონე იტალიელ ბესირესა და უკრაინელ კრუტიხს ეთამაშებიან.