მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლომდე მოიცდის, რათა "ბარსელონას" შემტევი ფილიპე კოუტინიო დაიმატოს. გერმანელები მზად არიან ფეხბურთელი იჯარის წესით დაიმატონ და ამავდროულად მისი ხელფასი გადაიხადონ. აღნიშნულ ინფორმაცია Bild-ი ავრცელებს.
გერმანული გამოცემის ცნობით, ხელფასის გადახდის მიზნით შესაძლოა "ბლაუგრანა" ტრანსფერს დათანხმდეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს გადაიხდიან ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის იჯარაში გერმანელები.
კოუტინიომ გასულ სეზონში 54 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.