ჩოგბურთი

15:25 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხი აშშ-სა და ტუნისში

აშშ-ს ქალაქ კონკორდში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშებაში ქართველები მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე მე-3 ნომრად განთესილ ტაივანურ დუეტს (ჩენი-ჰსიე) გაეჯიბრნენ და 7:6 (7:4), 5:7, 4:10 წააგეს.

ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე 15-ათასიან შეჯიბრს გამოეთიშა ზოზია ქარდავა. ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა საწყის რაუნდში მე-7 რეიტინგის მქონე სერბ ტამარა მალეშევიჩთან 5:7, 5:7 დამარცხდა. წყვილებში ქარდავა და იტალიელი ჯულია კრეშენცი არგენტინელ ჩლპაჩსა და ვენესუელელ ეჩევერია ლამს ვერ გაუმკლავდნენ – 6:7 (2:7), 4:6.

0.122694