24 წლის ქართველი ცენტრი შოთა გელაზონია (სიმაღლე 2.07 მ.) მომავალ სეზონს ისევ ესპანეთში, რანგით მე-3 ლიგის (LEB-Silver) ბინადარ “მორონში” გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ შოთამ გასული სეზონი იმავე ლიგაში, ოღონდ, “ლ’ჰოსპიტალეტში” დაჰყო და 23 მატჩში საშუალოდ 9.3 ქულას, 3.7 მოხსნასა და 1.3 პასს აგროვებდა.
გელაზონიას საქართველოში “დინამოსა” და “შსს აკადემიას” რიგებში უთამაშია, ესპანეთში კი, “კარამიმბრეში”, “ზამორანოში”, “კამბადოსსა” და “ინოვა ჩეფშიც” ირიცხებოდა.