ფეხბურთი

11:40 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" მეკარე "ვალიადოლიდში" ითამაშებს

"რეალმა" გუნდის 20 წლის უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი "ვალიადოლიდში" ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

განვლილ სეზონში, ლუნინი "ლეგანესში" იყო განათხოვრებული, ლა ლიგაში ხუთი შეხვედრა ჩაატარა.

2018 წელს "რეალმა" ანდრეი "ზორიადან" 8 მილიონ დოლარად იყიდა. მეკარეს მადიდელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

0.113616