ფეხბურთი

10:23 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის მომავალი ჯერაც გაურკვეველია

იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, არ გამორიცხავს, კარიერა „ბრეშაში“ გააგრძელოს - გვამცნობს gianlucadimarzio.com. სუპერმარიო კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერი ხმაურდება.

ბევრი რამ დღეს, 14 აგვისტოს გაირკვევა. თუ ბრაზილიურმა „ფლამენგომ“ უარი თქვა, დიდი ალბათობით, ბალოტელი „ბრეშაში“ გადავა.

ისე კი, „ბალო“ შესაძლოა, პირველი იტალიელი გახდეს, ვინც „ფლამენგოს“ მაისაურას მოირგებს. ბოლო კლუბი „მარსელი“ გახლდათ, რომელიც მან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვა.

ადრე ის „ინტერში,“ „მანჩესტერ სიტიში,“ „მილანში,“ „ლივერპულსა“ და „ნიცაში“ თამაშობდა. იტალიის ნაკრებში კი 2010 წლიდან იძახებდნენ.

ამჟამად „ბალო“ თავისუფალი აგენტია.

0.114961