„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებთან „ჩელსისთან“ უეფას სუპერთასის მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ყოველთვის მშიერი უნდა იყო გამარჯვებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში წამითაც არ მეპარება ეჭვი. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ყველგან ზურგზე ხელს გვიტყაპუნებდნენ და გვაქებდნენ. ეს შესანიშნავია, მაგრამ შეიძლება მოგადუნოს. ჩვენ ასეთები არ ვართ, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია ასე მოხდეს.
იგივე უნდა გავაკეთოთ, რაც უკვე შევძელით. ოღონდ რაღაც-რაღაცეები გავაუმჯობესოთ, რაშიც მოვიკოჭლებდით. სულ ეს არის.
უეფას სუპერთასი ადრე არ იყო ჩემთვის ის მატჩი, რომელსაც დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ხარისხის ნიშანია. ტოპ-მატჩია. ქალაქიც (სტამბოლი) მშვენიერია.
რაიმე სიახლის მოლოდინი თუ გვაქვს? დიახ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი მთლად სანახაობრივი ვერ გამოდგა, რადგან ორივე გუნდს დიდი წნეხის ქვეშ უწევდა თამაში. ახლა სხვაგვარად იქნება.“ - უთხრა კლოპმა უეფას პრესსამსახურს.
უეფას სუპერთასის მატჩი ხვალ, 14 აგვისტოს გაიმართება სტამბოლის „ვოდაფონ არენაზე.“ ერთმანეთს „ლივერპული“ და „ჩელსი“ შეხვდებიან.