„მონაკო“ „ინტერის“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდა - გვამცნობს Sky Sport. თავად იკარდი ჯერ არ ჩქარობს, რადგან მომავალ გუნდთან პირადი კონტრაქტის პირობების გარკვევას ელოდება.
გასულ სეზონში „ინტერის“ მაისურით, იკარდიმ 37 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. „ნერაძურისთან“ მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. transfermarkt.de იტალიელს 80 მილიონ ევროდ აფასებს.