„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უეფას ევროპის სუპერთასზე „ჩელსისთან“ გასამართი მატჩის თაობაზე ესაუბრა.
„ეს ფინალია, მაგრამ ძალიან განსხვავდება ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩისგან. ეს ახალი სეზონი და სხვა მოწინააღმდეგეა.
„ჩელსი“ ძალიან შეიცვალა. სხვა მწვრთნელი ჰყავთ, აზარი კი მათთან აღარაა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.
„ლივერპულ“ – „ჩელსის“ მატჩი 14 აგვისტოს გაიმართება სტამბოლში „ვოდაფონ არენაზე.“
„ლივერპული“ უეფას სუპერთასის სამგზის მფლობელია, „ჩელსის“ კი ეს პრიზი ერთხელ მოუგია.