ფეხბურთი

19:17 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგს 100 მილიონიანი სპონსორული კონტრაქტი შესთავაზეს

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი, უახლოეს ხანში ბუცების მწარმოებელ ფირმასთან 100 მილიონგირვანქიან სპონსორულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

24 წლის გარემარბს Nike-თან კონტრაქტი უმთავრდება. The Telegraph-ის ცნობით, კომპანიას სურს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, ერთ-ერთი თავისი ბრენდის, Air Jordan-ის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს. ეს ბრენდი ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ სპონსორიცაა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში.

სტერლინგთან თანამშრომლობით კი Gillette და H&M-იც ყოფილან დაინტერესებული.

სტერლინგმა, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინგლისელი ფეხბურთელია (300 ათასი გირვანქა კვირაში), პრემიერლიგის პირველ ტურში, „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ, სეზონის პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

0.113522