ჩოგბურთი

15:44 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე და გორგოძე აშშ-ში, ქარდავა – ტუნისში

ქართველი ჩოგბურთელები მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე აშშ-ში, კერძოდ კი, მასაჩუსეტსში იმყოფებიან და მიმდინარე კვირას ძალებს კონკორდის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) მოსინჯავენ.

ქართველი გოგონები შეჯიბრში კვალიფიკაციიდან ჩაებმებიან, სადაც მე-11 ნომრად განთესილი ბოლქვაძე იაპონელ იუნრი ნამიგატას გაეჯიბრება, გორგოძე კი ჩინელ ქსიაოდი იუს ეთამაშება. ძირითად ბადეში მოსახვედრად 2 მატჩის მოგებაა საჭირო.
ტუნისურ ტაბარკაში მორიგ 15-ათასიან ტურნირზე ვიხილავთ ზოზია ქარდავას, რომელიც სტარტს პირდაპირ ძირითადი ბადიდან აიღებს.

0.117581