ჭიდაობა

13:47 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

დღეს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ჭიდაობაში. შეჯიბრის პირველ დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57, 65, 70, 79 და 97 კგ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გამართავენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე გიორგი გეგელაშვილს (57 კგ.), ამირან ვახტანგიშვილს (65 კგ.), ოთარ ბაგაურს (70 კგ.), ბაგრატ გაგნიძესა (79 კგ.) და გივი გოგობერიშვილს (97 კგ) ვიხილავთ.

0.121259