ფეხბურთი

1:32 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ქომაგებმა ნეიმარს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

„პარი სენ ჟერმენში“ ნეიმარს აღარ დაედგომება. ხელმძღვანელობის შემდეგ ბრაზილიელს გულშემატკივრებიც განუდგნენ და მის საწინააღმდეგოდ „ნიმთან“ შეხვედრაში არაერთი ბანერი გამოფინეს.

„ნეიმარ, წაეთრიე. ნეიმარი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი პსჟ-ს ისტორიაში, ნეიმარი ყველაზე ღარიბი მოთამაშე პსჟ-ს ისტორიაში. ნეიმარ, ბო**ს შვილო“.

როგორც ხედავთ, იყო მეტად რადიკალური ტრანსპარატები და მესიჯები. შედეგად, სამხრეთ ამერიკელის გუნდში დარჩენა უკვე არავის უნდა.

თავად ნეიმარს კი, დიდი ხანია „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება სურს და დაპირისპირებაც ამითაა გამოწვეული. როგორც ლეონარდომ განაცხადა, კლუბი ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ კონკრეტული სახელი არ გაჟღებულა.

27 წლის შემტევს „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა. ყველაზე აქტიურად კი, სწორედ კატალონურ გრანდსა და მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

თეგებინეიმარიპსჟ
0.114815