ჩოგბურთი

11:54 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი უბრძოლველად ფინალშია

მონრეალის მასტერსის ფინალში ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალში ნადალთან თამაშზე, ტრავმის გამო, გაელ მონფილსმა უარი განაცხადა. ფრანგმა დაზიანება ბაუტისტა-აგუტთან მოგებულ შეხვედრაში მიიღო.

მედვედევმა თავის თანამემამულეს კარენ ხაჩანოვს 6:1, 7:6 აჯობა.

მატჩი დღეს თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული. ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან.

ყველაზე მეტი 34 მასტერსის ტურნირი რაფაელ ნადალს აქვს მოგებული, მეორე ადგილზე 33 ტიტულით ნოვაკ ჯოკოვიჩია, მესამეზე როჯერ ფედერერი - 28.

0.131075