ფეხბურთი

21:47 | 10.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სამპდორიამ" ვერე "ვერონაში" გაანათხოვრა

"სამპდორიას" 25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ვალერიო ვერე მომდევნო სეზონს სერია A-ს კლუბ "ვერონაში" იჯარის წესით გაატარებს. როგორც ვერონელული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბმა იტალიელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

ვერეს იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, თუმცა საკლუბო კარიერა ვერ აიწყო. "რომას" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელმა უკვე ხუთი კლუბი გამოიცვალა. ბოლოს ვალერიო "პერუჯაში" იყო განათხოვრებული და სერია სერია B-ში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114702