ჩოგბურთი

23:20 | 9.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ 8 ტურში მე-7 პარტია მოიგო!

ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2584) არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალის მოგებასთან ძალიან ახლოსაა.

ჯობავამ ტურნირის მე-8 ტურში ერთადერთი ყაიმის ფონზე მე-7 (!) გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება.
დღეს, ბაადურმა თეთრი ფიგურებით პოლონელი მატეუშ ბარტელს (2612) სძლია და 7.5 ქულა მოაგროვა.
ქართველი დიდოსტატი უახლოეს მდევარს – უზბეკ ნოდირბეკ იაკუბოევს (2574) ქულით უსწრებს და ხვალ, დასკვნით ტურში მასთან ყაიმის დაფიქსირებაც ეყოფა, რათა ჩემპიონობა გაიფორმოს.
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე ლუკა პაიჭაძე (2570) ირჯება, რომელიც ბოლოსწინა ტურში შავებით პირველი განთესვის მქონე უკრაინელ იური კრივორუბკოს (2686) დაუზავდა და 5.0 ქულით ოცდამესამე-ოცდამეცხრამეტე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ოცდამეხუთეა.
ბოლო ტურში პაიჭაძე თეთრი ფიგურებით სომეხ ვლადიმირ აკოპიანს (2650) ეთამაშება.

0.114139