მადრიდის „რეალში“ ედენ აზარი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „სამეფო კლუბის“ ვებგვერდზე გუნდის შემადგენლობაში ბელგიელი ხსენებული ნომრით წერია.
ყოფილმა მე-7 ნომერმა მარიანო დიასმა კი 24-ნომრიანი მაისური მოირგო. მოგეხსენებათ, აზარმა პრესეზონის მატჩები 50-ნომრიანი მაისურით ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ „რეალში“ 7 ნომრით ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, როგორებიც რაიმონ კოპა, რაული და კრიშტიანუ რონალდუ არიან.