ჩოგბურთი

17:20 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მარცხი წყვილებში

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ სოფომ ერთეულთა ბადეში პირველივე წრეში წააგო და სამწუხაროდ, წყვილებშიც საწყისი ორთაბრძოლა დათმო.
დღეს, შაფათავა და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა, რომელთაც მე-4 განთესვა ჰქონდათ, რუმინელ ირინა ფეტეკაუსა და შვეიცარიელ კარინ კენელს გაეჯიბრნენ და 7:5, 4:6, 6:10 დამარცხდნენ.

0.103629