დღეს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში სტარტს აიღებს ევროპის U16 ჩემპიონატის B დივიზიონი კალათბურთში, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.
დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე ჰოლანდია გახლავთ. მატჩი თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება და მისთვის პირდაპირ ეთერში თვალის მიდევნება წარმოდგენილ ბმულზე იქნება შესაძლებელი.