ფეხბურთი

14:10 | 8.08.2019 | ნანახია 2184 - ჯერ

“ფეინოორდი” VS “დინამო” – პირველი არხის პირდაპირ ეთერში

თბილისის “დინამოსა” და ჰოლანდიური “ფეინოორდის” დღევანდელ დაპირისპირებას ქართველი ქომაგი პირდაპირ ეთერში იხილავს.

“დინამომ” მასპინძელ მხარესთან მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა, როტერდამული მატჩის საქართველოში ტრანსლირების უფლება შეიძინა და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს უსასყიდლოდ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ “ფეინოორდი” და “დინამო” ერთმანეთს უეფა-ს ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაეჯიბრებიან. თამაში 21:30 საათზე როტერდამულ ”დე კუიპზე” დაიწყება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:33 | 08.08.2019
rimski1966 (13)

შულაიამ იმენნა საკონტროლო ჩაუტარა თავის გუნდს. ფეხბურთელი რომ ბოლო წუთებში 5 წუთის განმავლობაში ორ ბარათს მიიღებს, ფაქტიურად გუნდის მოღალატეა. შულაია რომ არ გაეგდოთ, შეიძლება ასეთი კატასტროფა არ მომხდარიყო და არც იყო ამის წინაპირობა მანამდე, მიუხედავად ფეიენოორდის აშკარა უპირატესობისა

20:50 | 08.08.2019
ogafa (10230)

წარმატებები

19:13 | 08.08.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

საბურთალოს გამარჯვება მეასე გამარჯვება იყო ქართული გუნდების მიერ ევროტურნირებზე მოპოვებული,ორი დღეა ველოდები იქნებ რომელიმე ,,ჟურნალისტს,,გაახსენდეს თქო მარათქვენც არ მომიკვდეთ

18:34 | 08.08.2019
ზიდანი (55)

მჯერა რომ კარგ ანგარიშს ჩამოვიტანთ ჰოლანდიიდან წარმატებები

16:59 | 08.08.2019
dubligi (1492)

არ გვინდა ნუ ეს მეტისმეტი პესიმიზმი კომენტარებში....მე ერთი მაინტერესებს სზოგადოებრივი მაუწყებელი ხომ ვითომ ჩვენია ხალხის??? რატომკ არ იყიდეს თვითონ, გამობრძანდნენ და თქვან....აუცილებლად...შევაგროვოთ სპორტულ საიტებზე ხელმოწერები..მე ძალიან მაინტერესებს რატომ არ უნდა ეყიდა, აბა რისთვისაა...კომუნისტურ ეპოქას რომ გახსენებს ეგეთი საინფორმაციო რომ აქვთ...
ადმინებო სპორტული საიტების საქართველოში..შევაგროვოთ ხელმოწერები და თქვან კონკრეტულად არხის ( ანუ ხალხის არხის) ბიუჯეტი, მერე თქვან რა ღირდა ეს ტრანსლიაცია ამისთანა, რომ არ აპირებდნენ...ხალხნო ხმა ამოვიღოთ, თორე დედა აღარ ჰყავს ამ ქვეყანას

14:26 | 08.08.2019
--whats--up-- (382)

ენდორგანთან არცერთი თამაში არ მომეწონა დინამოს. იგივე გაბალასთან პირველი შეხვედრა აქაური შეხვედრის მეორე ტაიმს არაუშავდა. რაღაც ათლეტურად უტევს დინამო ტექნიკაში მოიკოჭლებენ თითქოს ძალით ტენიან წინ ბურთს. დაცვაში სუსტები არიან. არვიცი როგორი გუნდია ფეინოორდი მაგრამ საშუალო დონის გუნდი ამოგვტენის. პირველი თამაში მაინც მატყუარა შეიძლება აღმოჩნდეს ფეინორდისთვის და ზედმეტად იფრთხილოს მაგრამ ორი მატჩის ჯამში შანსი დინამოს არ ექნება ჩემი აზრით. ჩემი პროგნოზი დღეს მინიმუმ 3 გოლი ხელში გვიჭირავს

16:25 | 08.08.2019
xandakeli (1759)

დარწმუნებული ვარ გაბალას თამაშის წინაც იგივეს წერდი ან ფიქრობდი

18:52 | 08.08.2019
saqme (2310)

კარგი პასუხი იყოო..საღოლ ხანდაკელს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064043
სარეკლამო ადგილი - 99
X x X