ფეხბურთი

9:48 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „ნაპოლი“ დაამარცხა

მაიამიში, „ჰარდ როკის“ სტადიონზე, დამთავრდა ამხანაგური მატჩი „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის, რომელიც კატალონიური კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

ანგარიში მე-18 წუთზე „ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გახსნა. 42-ე წუთზე ნეაპოლელებმა გაათანაბრეს, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა სამუელ იუმტიტიმ. გადამწყვეტი გოლი კი ივან რაკიტიჩმა გაიტანა.

„ნაპოლისთვის“ ეს მეხუთე ამხანაგური მატჩი გახლდათ სეზონის წინ, საიდანაც ორი თამაში მოიგეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და ორჯერ დამარცხდნენ. „ბარსელონამ“ ოთხი წინასასეზონო ტესტ-მატჩი გამართა. სამი მოიგო და ერთხელ დამარცხდა.

0.118484