„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. Corriere Dello Sport-ის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და 8 აგვისტოს ტრანსფერი გაოფიციალურდება.
გარიგების თანახმად „მანჩესტერი“ 65 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 13 მილიონი ევროც დაემატება.
ლუკაკუ „მანჩესტერში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 96 მატჩში 42 გოლი გაიტანა.