საქართველოში ჩამოსულია ცნობილი ბერძენი სპეციალისტი, სპორტული მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ვარჯიშების ფიზიოლოგი, ჯორჯ ვავეცისი, რომელიც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ამზადებს. ჯორჯ ვავეცისს დაგეგმილი აქვს ორდღიანი სემინარების ჩატარება.
სემინარები განკუთვნილია სპორტული მედიცინითა და ფიზიოთერაპიით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. შესაბამისად, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ჯორჯ ვავეცისის სემინარებზე ეპატიჟება სპორტული ფედერაციებისა და გუნდების სამედიცინო-ფიზიოთერაპიული სფეროს წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ პირს, რომელიც აღნიშნული თემატიკით არის დაინტერესებული.
სემინარები გაიმართება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიებათა დარბაზში. მისამართი: სანაპიროს ქუჩა #4
სემინარების განრიგი:
9 აგვისტო (13:00-17:00 საათებში)
10 აგვისტო (15:00-19:00 საათებში)
www.gbf.ge