„სან პაულუმ“ ახალწვეული დანი ალვეში 45 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით წარადგინა. ის მუხლებზე დაეცა და კლუბის ემბლემას აკოცა. ბრაზილიურ კლუბში ალვეში მე-10 ნომრით ითამაშებს.
„სან პაულუმ“არა მხოლოდ ფეხბურთელი, არამედ თქვენნაირი ფანი შეიძინა. არცკი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ვიმედოვნებ, შევძლებთ კლუბს წარსული დიდება დავუბრუნოთ. ერთად ჩვენ ამას გავაკეთებთ.“ - უთხრა ალვეშმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
36 წლის ალვეში თავისუფალი აგენტია და „სან პაულუს“ ის უფასოდ შეხვდა. ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთლია მსოფლიოში. მას ჯამში 40 ტიტული აქვს მოგებული.