ჩოგბურთი

12:15 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე პოლონეთში, შაფათავა – გერმანიაში

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფება, სადაც 60-ათასიან ტურნირში მე-2 განთესვით ჩაებმება. პირველ წრეში ეკოს მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ჩეხი იოჰანა მარკოვა იქნება.

გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) სცდის ძალებს სოფო შაფათავა. საწყის ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ ლაურა შაედერს შეერკინება.
წყვილებში შაფათავასა და უზბეკ ალბინა ხაბიბულინას მე-4 განთესვა აქვთ და მერვედფინალში რუმინულ-შვეიცარიულ დუეტს (ირინა ფეტიკაუ-კარინ კენელი) დაუპირისპირდებიან.

0.112105