ინგლისურმა „ლივერპულმა“ სიმონ მინოლეს შემცვლელი გაიფორმა. როგორც „წითლების“ ვებგვერდი იტყობინება, ესპანელ მეკარე ადრიანთან კონტრაქტი 2 წლის ვადით გაფორმდა ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.
ადრიანი ბოლო 6 სეზონის განმავლობაში „ვესტ ჰემში“ თამაშობდა, ხოლო 30 ივნისს ხელშეკრულება ამოეწურა და „ენფილდ როუდზე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მანამდე კი, სევილიის „ბეტისში“ უთამაშია.
ესპანელი მეკარე „ლივერპულში“ ალისონ ბეკერის დუბლიორი იქნება. სიმონ მინოლე კი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ბრიუგეში“ გააგრძელებს.