ძიუდო

18:07 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ცნობილი გახდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარსდგება. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 25 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდში დაგეგმილ შეჯიბრში მონაწილეობას 10 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.

კაცთა ტურნირში ზუსტად ის სპორტსმენები ჩაერთვებიან, რომლებმაც წლეულს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე იასპარეზეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეჯიბრზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატთან გახლათ გათანაბრებული, ოქროს მედლები ლუხუმ ჩხვიმიანმა და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს, ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლი აიღო, ამირან პაპინაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ბაგრატ ნინიაშვილმა და ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
მინსკში საქართველოს ქალთა ნაკრების ღირსებას ეთერ ლიპარტელიანი იცავდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ტატიანა ლევიცკა-შუკვანს ვიხილავთ, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს.
ვთქვათ ისიც, რომ წლის უმთავრესი შეჯიბრისთვის, ამჟამად, 152 ქვეყნის 927 წარმომადგენელია (562 კაცი+365 ქალი) დარეგისტრირებული.

კაცები
60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. – ლუკა მაისურაძე
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ. – გურამ თუშიშვილი

ქალები
52 კგ. – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

0.140261