საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-8 ადგილი დაიკავა.
ქართველი კალათბურთელები დღეს, მეშვიდე-მერვე პოზიციებისთვის შეხვედრაში შვედეთს გაეჯიბრნენ და 65:91 წააგეს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის დასკვნით მატჩში არ უთამაშია რატი ანდრონიკაშვილს, მის არყოფნაში კი, საუკეთესო ალექსანდრე მერკვილაძე იყო, რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სლოვაკეთს (80:45), დანიას (85:40), უკრაინასა (85:73) და ირლანდიას (77:63) სძლია, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი 79:87 დამარცხდა და მე-2 ადგილი დაიკავა.
აი, პლეი-ოფში კი, ქართველ კალათბურთელებს გამარჯვების გემო აღარ შეუგრძვნიათ. მათ მიჯრით წააგეს პოლონეთთან (44:67), პორტუგალიასთანა (62:73) და ბოლოს, როგორც აღვნიშნეთ, შვედეთთან.
ვთქვათ ისიც, რომ B დივიზიონიდან A-ში პოლონეთი, ისრაელი და ჩეხეთი გადავიდნენ, ელიტის დატოვება კი ფინეთს, ლატვიასა და ჰოლანდიას მოუწიათ.