„პარი სენ ჟერმენისა“ და ნეიმარის ურთიერთობა ჩიხშია შესული. ბრაზილიელს კლუბის დატოვება და „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა, ხოლო პარიზელები მასთან შელევას 300 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ.
თანაც, პსჟ-ს პრიორტეტია, რომ ფეხბურთელი სწორედ კატალონური გუნდში არ გაუშვას.
თავის მხრივ, ესპანელებმა რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოიფიქრეს. Sport-ის ცნობით, „ბარსელონას“ სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ პსჟ ნეიმარის მშრალ იჯარაზე დაიყოლიოს და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ განახლდეს ფრანგულ მხარესთან მისი სატრნასფერო უფლებების სრულად გამოსყიდვის შესახე მოლაპარაკებები.
ჯერჯერობით პსჟ-ს ოფიციალური პასუხი იჯარის თაობაზე უცნობია. წესით ყველაფერი უახლოეს ხანებში უნდა გახდეს ცნობილი.