ჭიდაობა

0:43 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოქაძის ბრინჯაოს მედალი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების წევრმა მათე გოქაძემ (110 კგ.) პოლონელი ტომაშ კრავჩიკი აშკარა უპირატესობით - 8:0 დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ გოქაძე მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებს შორის.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობა დღეს დასრულდება. თამაზ ღლონტი (45 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ასევე ბრინჯოასთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ ბრძოლას ნიკა ბროლაძე (60 კგ.) და დათა ჩხაიძე (71 კგ.).

0.115253