ფეხბურთი

20:00 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პეპმა დამირეკა, ორივე კარგ ხასიათზე ვიყავით"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პეპ გვარდიოლამ დაურეკა. გერმანელმა ესპანელ სპეციალისტთან საუბარი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ჟესტი იყო.

„ექიმი ლი ნობსი ჩემთან მოვიდა და თავისი ტელეფონი მომაწოდა. ეკრანზე ვხედავ პეპი აწერია. ვიფიქრე, ჩემი პეპი იყო - პეპ ლინდერსი! თუმცა, გავიფიქრე, ეს უცნაურია. როდესაც საუბარი დავიწყე, მივხვდი, რომ ეს სრულიად სხვა პეპი იყო.

ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემა გამოვავლინეთ, ძალიან ლამაზი მომენტი იყო. ვისაუბრეთ შესანიშნავი სეზონის შესახებ და ვიხუმრეთ. ორივე კარგ ხასიათზე ვიყავით“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.com-ი.

0.128224