ჩოგბურთი

15:40 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძის მარცხი ფინალში

ქართველმა და რუსმა ჩოგბურთელებმა გიორგი ცივაძემა და იან ბონდარევსკიმ თელავში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალური მატჩი წააგეს.

ცივაძე და ბონდარევსკი შეჯიბრში მე-2 განთესვით ჩაებნენ და 3 გამარჯვება იზეიმეს, დღეს კი, გადამწყვეტ შეხვედრაში პირველი რეიტინგის მქონე ბულგარულ-ამერიკულ დუეტს (ალექსანდერ დონსკი-მაკსიმ ტიხომიროვი) გაეჯიბრნენ და 4:6, 4:6 დამარცხდნენ.

0.166648