ფეხბურთი

15:13 | 3.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო, ბრავო!

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მეკარე კლაუდიო ბრავო ჩილეში ქველმოქმედებით გამოირჩა და თანამემამულეებს ოთხი სახლი აჩუქა. Daily Mail-ის ცნობით, ბრავო 2017 წელს ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარა.

მაშინ სტიქიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა, 3 ათასამდე შენობა დაიწვა, ხოლო 400 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე დაიწვა.

ცხრა წლის კამილო იყო ერთ-ერთი დაზარალებული, რომელმაც ბრავოს თხოვნით მიმართა, რომ მისი ავტოგრაფიანი მაისური სურდა. ჩილელმა არამხოლოდ ეს სურვილი შეასრულა, არამედ სახლიც უყიდა. ამის შესახებ კამილოს ბაბუა მიგელი იტყობინება:

„ჩემს შვილიშვილს ხანძრის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც თქვა, რომ კლაუდიოს მაისური უნდოდა. კლაუდიოს დახმარებამდე ჩვენ მკვდრები ვიყავით, ვფიქრობდი, რომ არასდროს გვექნებოდა საკუთარი სახლი, მაგრამ ეს იყო ზეციური სასწაული. შემდეგ მისი მეუღლეც გვესტუმრა შვილებით, ძალიან თავაზიანები იყვნენ“, - თქვა მიგელმა.

0.111642