კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი კონმებოლმა დისკვალიფიკაციით დასაჯა და შესაბამისად, არგენტინის ნაკრებში ვერ ითამაშებს. 32 წლის ვარსკვლავის სასჯელი სამი თვის ვადის განისაზღვრა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მესი კონმებოლის ტურნირებზე (შესაბამისად არგენტინის ნაკრებიდან) 3 თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ამასთან 50 ათასი დოლარის ოდენობის ფულადი ჯარიმაც დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კოპა ამერიკის გათამაშებაში კონმებოლის კორუფციაში დადანაშაულება გახდა.
მოგეხსენებათ, ლიონელმა ჩილესთან მატჩის შემდეგ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი უწყება და მსაჯები კორუფციაში დაადანაშაულა და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, სასჯელს თავი მაინც ვერ აარიდა.