ჭიდაობა

23:40 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 ბრინჯაოს შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ბულგარეთის ქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღის თავზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს 2 ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვთ.

ქართველთაგან ყველაზე უკეთ მძიმეწონოსანმა მათე გოქაძემ (110 კგ.) იასპარეზა, რომელმაც ამერიკელი ბრექსტონ მაქსიმუს მიკესელი (4:2) და თურქი ომერ აიგული (2:0) დაამარცხა, ნახევარფინალი კი სომეხ რაზმიკ კურდიანთან 1:3 წააგო.
3 აგვისტოს, მე-2 ადგილისთვის შეხვედრაში მათეს მეტოქე რუმინელ და პოლონელ ფალავნებს შორის უმჯობესი იქნება.
რეპეშაჟში განაგრძობს ბრძოლას ბექა ქობულაძე (80 კგ.), რომელმაც კვალიფიკაციაში ბელარუს დანიილ კაბანეცს 7:0 მოუგო, მერვედფინალში კი მომავალ ფინალისტ გაბრიელ ლუპასკოსთან (მოლდოვა) 0:5 დამარცხდა.
სანუგეშო წრეში ქართველი მოჭიდავე ძალებს ინდოელ როჰიტ როჰიტთან მოსინჯავს და თუკი იმარჯვა, ჯერ ფინელ, შემდეგ კი, ყაზახ მოჭიდავეებთან გაჯიბრება მოუწევს.
სამწუხაროდ, გუშინვე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს თორნიკე შაინიძემ (48 კგ.), დიმიტრი ხაჩიძემა (55 კგ.) და აჩიკო ბოლქვაძემ (65 კგ.), შაბათს კი, საქმეში თამაზ ღლონტი (45 კგ.), რატი ხოზრევანიძე (51 კგ.), ნიკა ბროლაძე (60 კგ.), დათა ჩხაიძე (71 კგ.) და კოტე სიჭინავაც (92 კგ.) ჩაებმებიან.

0.122546