ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, შერჩეულია ცნობილი იაპონელი მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, რომლებიც წარსულის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს საკუთარი ნამუშევრებით გააცოცხლებენ.
ყოველივე ასახული იქნება ტოკიო-2020-ის თეამატიკასთან დაკავშირებულ პლაკატებზე, რომლებიც წლის ბოლოსთვის დაიბეჭდება.
ხელოვანთა ნამუშევრები გამოიფინება საზოგადოებრივ ადგილებში, დაამშვენებს ლიცენზირებულ პროდუქტებს. ხელოვანთა შორის ოთხი უცხოელია, რომლებსაც იაპონიაში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი ჯილდო აქვთ მოპოვებული.
www.geonoc.org.ge