მოსკოვის „სპარტაკმა“ ლეგენდარული შვედი ფეხბურთელის, ჰენრიკ ლარსონის ვაჟი, ჯორდან ლარსონი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია მოსკოვური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის შვედი ბოლოს სამშობლოში „ნორჩეპინგის“ ღირსებას იცავდა და 40 მატჩში 12 გოლიც გაიტანა. მანამდე კი „ჰელსინბორგისა“ და ჰოლანდიური „ნაიმეგენის“ რიგებში უთამაშია.
შვედეთის ნაკრების მაისური ლარსონს მხოლოდ 2 მატჩში აქვს მორგებული. ამიერიდან კი „სპარტაკში“ ჯანო ანანიძის თანაგუნდელი იქნება.